რეალი? ნაგელსმანის კომენტარი

ლაიპციგის მწვრთნელ იულიან ნაგელსმანზე ბოლო დღეებში ხშირად იწერება, მადრიდის რეალი იჩენს ინტერესსო.  ამის შესახებ ნაგელსმანმა კომენტარი გააკეთა:

 

„რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ცუდი რამ არ არის, რაც კი შეიძლება გაზეთებში წაიკითხო. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ხშირად არასწორ ინფორმაციას წერენ“ – უთხრა ნაგელსმანმა Sky Sport Germany-ს.

 

ნაგელსმანი 33 წლისაა და სერხიო რამოსზე ერთი წლით უმცროსი გახლავთ.

 

ბოლო დროს ინგლისურ პრესაშიც გაჩნდა ინფორმაციები, რომ გერმანელი სპეციალისტის კანდიდატურას ჩელსი განიხილავს.