დუდას ოციანი მოგებას არ ეყო

დუდა სანაძის მორიგი 20-ქულიანი მატჩი პოლონეთის ჩემპიონატში. ქართველმა უკანახაზელმა “რადომთან” კონტრაქტი 2 კვირის წინ გააფორმა, დღეს კი მეორე მატჩი გამართა და კვლავ შედეგიანად გაისარჯა. შეგახსენებთ, რომ სადებიუტო მატჩში სანაძემ 21 ქულა მიითვალა, დღეს კი მოედანი 20 ქულით დატოვა.

 

ჩვენებურის გუნდმა “ოსტრუვთან” საშინაო შეხვედრა 80:84 დათმო, სანაძე კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 34:36 წუთში 20 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

 

“როსა რადომს” 5 მოგება და 11 მარცხი მოუგროვდა და პოლონეთის ჩემპიონატში მე-12 ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 27 იანვარს სტუმრად “გდინიასთან” გამართავს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.