ბრუკლინის ხიდი წარსულში

კევინ დიურანტმა, ჯეიმს ჰარდენმა და კაირი ირვინგმა ლამაზი, ეფექტური, საჩემპიონო შემტევი ტრიო შექმნეს. და, კალათბურთი შეიცვალა.

ბრუკლინმა ლიგას ნოსტალგია აჩუქა. როდესაც დაცვა გადადის უკანა პლანზე. როგორც 80-იანების დალასში, დენვერში. როგორც მაიკ დ’ანტონის შვიდწამიან ფინიქსში. როგორც ყველა იმ გუნდში, სადაც ნიჭი კრეატივით, შემტევი პოტენციალით ფასდება და შენ ამას ხედავ.

ვინ იყვნენ ბრუკლინამდე?

სად იდგა ყველა დროის საუკეთესო შემტევი ტრიო?

TOP 3 ჩამოვყაროთ.

 

3. ლებრონ ჯეიმსი, კრის ბოში, დუეინ უეიდი (მაიამი)

მაიამი ზედიზედ ოთხჯერ გავიდა ფინალში. ეს ფაქტია. სერიოზული ფაქტი.

და, მაიამი ამას გემოვნებით, ეფექტური, დომინანტური კალათბურთით აკეთებდა. გუნდი, სადაც ყველას კონკრეტული როლი ჰქონდა. გუნდი, რომელიც შექმნეს პატ რაილიმ და ლებრონ ჯეიმსმა. და, დუეინ უეიდმა დაუთმო ლიდერობა ლებრონს. გუნდისთვის ასე უკეთესი იყო.

ლებრონთან ერთად მაიამიმ მიიღო უკვდავება, მაგრამ მეორე წაგებული ფინალის შემდეგ (ჩვენი რეიტინგის კიდევ ერთ მონაწილესთან), ფლორიდული ნაპალმი აფეთქდა.

მაიამიმ დაგლიჯა და მაიამი იყო ეპოქალური.

 

2. მეჯიქ ჯონსონი, ქარიმ აბდულ-ჯაბარი, ჯეიმს უორთი (ლეიკერსი)

ზედიზედ სამი ფინალი (1982-1984). და, უორთი ჯერ არ იყო ელიტ-შემტევი. ჯეიმსი მოგვიანებით დაუკრავს და ეს იქნება ლტოლვის, აგრესიის და ნგრევის სოლო.

ამ ტრიომ ოთხ სეზონში სამი ფინალი მოიგო (1985-1988). ამ ტრიომ კალათბურთის ისტორიაში ყველაზე ლამაზად იყომარა. ეს ტრიო იყო უკვდავება.

მეჯიქის პასი, ქარიმის ლიფსო და ჯეიმსის სწრაფი გარღვევა - ლეიკერსი ხატავდა. და, ამ ანსამბლში დომინირებდა მეჯიქის პასი. მისტერ ჯონსონი იყო მიქელანჯელო.

ლამაზი ეპოქის საოცნებო ეპიზოდები.

 

*****

 

MVP - ტიმ დანკანი, ემანუელ ჯინობილი, ტონი პარკერი (სან ანტონიო)

ყველა დროის TOP 10. ეს იყო ტიმ დანკანი.

ფინალური სერიის MVP. და, ფრანგი ორ სეზონში სამწამიანიდან ყველაზე მეტ ქულას იღებდა. არა - შაკი. არა - ამარე სტაუდმაიერი. არა - პო გასოლი, ანუ იმ ეპოქის ყველაზე დატვირთული მაღლები.ეს იყო მინიატურული და უსწრაფესი ფრანგი.

გენიოსი, რომელიც ნებისმიერ სხვა გუნდში საშუალოდ 20-22 ქულას აიღებდა. და, სან ანტონიოში ის გუნდურ მუღამებს დაემორჩილა, საჩემპიონო ნიღაბი გაიკეთა. ეს იყო მანუ.

სან ანტონიომ კალათბურთის ისტორიაში ყველაზე მაგარი კალათბურთი მაიამისთან მოგებულ ფინალში ითამაშა. უნაკლო, ულამაზესი და კიდევ ბევრი უ-რაღაცესი კალათბურთი.

სან ანტონიომ გვაჩუქა კიდევ ერთი ოცნება, რომელიც შექმნა ფსიქოფატმა, მომთხოვნმა პროფესორმა და ეს არის გრეგ პოპოვიჩის გუნდი.

სპერსი იყო ცივსისხლიანი და ყველაზე დაუნდობელი. საოცარი ტრიო.