ფენერმა იოზილი წარადგინა - რატომ 67 ნომერი ?

სტამბოლის ფენერბაჰჩემ მესუთ იოზილი მედიას ოფიციალურად წარუდგინა, ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი მოაწერა და სავარჯიშო პროცესს უკვე აქტიურად შეუდგა. პრეზენტაციის დროს ყურადღება ერთმა დეტალმა მიიქცია - თურქულ კლუბში ფეხბურთეული უჩვეულო , 67 ნომრით იასპარეზებს. როგორც ცნობილი გახდა ეს თავად ფეხბურთელის სურვილი იყო, 67 არის საპოსტო კოდი იმ პროვინციის, საიდანაც მის მშობლებს ემიგრაციაში წასვლა და გერმანიაში გადასვლა მოუწიათ.

 

ზონგულდაკი შავი ზღვის სანაპიროზე განთავსებული თურქული პროვინციაა, როგორც ჩანს მესუთისთვის ეს ადგილი ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია, შესაბამისად ახალ კლუბში 67 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

 

giorgi ratiani 25 იანვარი 2021 -15:44