სფფ-ის აღმასკომი: ლიგებში გუნდების რაოდენობა შეიცვალა

25 იანვარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ეპიდვითარების გამო წევრებმა ონლაინ რეჟიმში იმსჯელეს. შეიცვალა გუნდების რაოდენობა ქვედა ლიგებში. 

 

ლიგა1 - ისევ 10-გუნდიანი

 

ლიგა2 - ისევ 10-გუნდიანი

 

ლიგა3 – 10-ის ნაცვლად 14 გუნდიანი იქნება

 

ლიგა 4 – 16-ის ნაცვლად 20 გუნდიანი იქნება

 

3-ის ნაცვლად, 5 შეცვლა იქნება შესაძლებელი; და სამატჩო განაცხადში 20 მოთამაშე. 2021 წლის სეზონზე სხვადასხვა ლიგების ფორმატის შესახებ აღმასრულებელი კომიტეტი მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.

აღმასრულებელმა კომიტეტმა იმსჯელა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელებიც საქართველოში 2020 წელს განხორციელდა, განხილვა ასევე შეეხო 2021 წელს დაგეგმილ პროექტებს და ამ პროექტებში ფიფას და უეფას ჩართულობას. აღმასკომის გადაწყვეტილებით ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაში დასახმარებლად ფეხბურთის ფედერაცია უეფას მიმართავს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიაა. შეგახსენებთ, რომ პროექტის მიხედვით ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების აკადემიის მშნებელობა იგეგმება, რომელიც ადმინისტრაციულ შენობასთან, ტრიბუნებთან და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურასთან ერთად ორ ბუნებრივ და ორ ხელოვნურსაფარიან მოედანს მოიცავს.