მიბაძავენ იუვეს ? როგორი იქნება ინტერის ახალი ლოგო

მილანის „ინტერმა“ რებრენდინგი დაანონსა. მალე კლუბს ახალი ლოგო და იდენტობა ექნება. 113 წლის იუბილემდე კლუბს ლოგოსთან ერთად, სავარაუდოდ, განახლებული სახელიც ექნება.

 

Football Club Internazionale Milano შეიცვლება და კლუბის ახალი სახელწოდება – Inter Milano იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, „ნერაძური“ ლოგოს მინიმალიზებას აპირებს და შესაძლოა, ტურინის „იუვენტუსს“ მიბაძოს.

 

მილანურ გრანდს, სავარაუდოდ, ახალი სახელი და ლოგო თებერვლის ბოლოს ექნება.

 

giorgi ratiani 25 იანვარი 2021 -15:54