ჩელსიმ ლამპარდი გაათავისუფლა

ლონდონის ჩელსიმ ფრენკ ლამპარტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან არისტოკრატები ლესტერთან მარცხის შემთხვევაში მის დათხოვნას აპირებდნენ, ჩელსიმ მელიებთან 0:2 წააგო, ლამპარდს კი გუნდის დატოვება მოუწია. ინგლისელის ხელმძღვანელობით ჩელსიმ 84 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 44 შეხვედრა მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 25-ჯერ დამარცხდა.

 

ლამპარდმა, რომელიც ჩელსიში 1999-2014 წლებში თამაშობდა და გუნდის ლეგენდარულ ფეხბურთელად იქცა, ლონდონელები 2019 წლის ზაფხულში ჩაიბარა. წინა სეზონში ჩელსიმ პრემიერლიგაშიმე-4 ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგას კი 1/8 ფინალიდან გამოეთიშა, სადაც ჩემპიონ ბაიერნს შეხვდა. 

 

რაც შეეხება ჩელსის მომავალ მწვრთნელს, ჯერ უცნობია ვინ დაიკავებს ამ პოსტს, თუმცა არაერთხელ ითქვა, რომ ბრიტანელები ტომას ტუხელის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავენ. 

 

ჩელსი პრემიერლიგაში 29 ქულით მე-9 ადგილზეა, უახლოეს მატჩს ვულვზის წინააღმდეგ ჩაატარებს, ჩემპიონთა ლიგის ზონას კი 5 ქულით ჩამორჩება. ბრიტანული გრანდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდება.