რაფაელა სილვა:»MMA-ში არ გადავდივარ, ეს ჭორია»

ძიუდოში 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი ბრაზილიელი რაფაელა სილვა(U73) არ აპირებს ძუდოს დატოვებას და MMA-ში გადასვლას.

 

«რამდენიმე სპორტულმა საიტმა ფეიკ-ნიუსი გაავრცელა, თითქოს მე ვტოვებ ძიუდოს და MMA-ში გადავდივარ, ეს არასწორი ინფორმაციაა, უბრალოდ ჭორებია» - დაწერა «ტვიტერის» საკუთარ გვერდზე რაფაელამ.

 

სილვამ ბოლოს 2019 წლის პანამერიკულ თამაშებზე იასპარეზა, სადაც ოქროს მედალი მოიგო, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელმა სპორტსმენმა დოპინგ ტესტი ჩააგდო. რაფაელას ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და 2 წლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯეს, რის გამოც იგი გამოტოვებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს.

 უკანასკნელ წლებში, საკმაოდ ხშირად ფიქსირდება ძიუდოისტების გადინება MMA-ში. ყოფილმა ბრაზილიელმა ძიუდოისტმა ჯულიანა ტონასემ წარმატებული კარიერა მოიწყო MMA-ში და ტიტულის მფლობელიც გახდა, ასევე მშვენიერი შედეგები აქვს ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, ამერიკელ კაილა ჰარისონს.

 

ტოპ 7 ძიუდოისტი, რომელთაც MMA-ში გამორჩეული კვალი დატოვეს

 

1. რონდა როუზი

 

2. ჰიდეჰიკო იოშიდა

 

3. კაზუჰირო ნაკამურა

 

4. იოშიჰირო აკიამა

 

5. ჰექტორ ლომბარდი

 

6. დონ ჰიუნ კიმი

 

7. კარო პარისიენი