ასეთია ცნობილი ადამიანების ამბავი.
დიეგო მარადონა ორი თვეა გარდაიცვალა, მისი ქონების გარშემო კი დავიდარაბა არ წყდება, რადგან კაცმა არ იცის, რამდენი ქალი მოინადირა და რამდენი უკანონო შვილი ჰყავს.
წინა დღეებში კიდევ ერთმა სკანდალმა იფეთქა. ერთმანეთს დონ დიეგოს ორი ყოფილი ქალი დაუპირისპირდა. 43 წლის ვერონიკა ოხედა, რომელსაც დიეგოსგან შვილიც ჰყავს, არგენტინული ტელევიზიის ერთ-ერთ შოუში თმებით ითრია ვინმე როსიო ოლივას. ეს ქალბატონი 30 წლის ყოფილა და ამას წინებზე თავის დროზე მარადონას ბოძებული საკრედიტო ბარათიდან გვარიანი თანხა დაუხარჯავს. ანუ, მოუსწრია, სანამ ანგარიში დაიბლოკებოდა.
ვერონიკამ თქვა, რომ მარადონას 2013 წელს დაშორდა და მაშინვე დაუბრუნა 3 მილიონი დოლარი.
ეს ამბავი სასაცილოდ არ ეყო ოლივიას: ეგ რისი დამბრუნებელი იყო, უბრალოდ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომ მომავალში დიეგოს ანგარიშს აღარასოდეს შეეხებოდაო.
ოლივიასთვის დიეგოს დაკრძალვაზე დასწრებაც აუკრძალავთ, რადგან მანამდე ფეხბურთელს ინტერპოლისთვის უთხოვია დაეპატიმრებინათ ეს ქალბატონი, რომელსაც მისთვის საათი და ძვირფასეულობა აუწაპნავს.
დიეგოს ოფიციალური ოჯახი დაფაცურებულა. ხუმრობა ხომ არ არის, საქმე დიეგოს ქონებას, სავარაუდოდ დაახლოებით 70 მილიონ დოლარს ეხება.