სიყვარული ფეხებით

სევილიას და ხორვატიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, 32 წლის ივან რაკიტიჩი შვეიცარიულ რაინფელდერში დაიბადა და სიჭაბუკეში შვეიცარიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, თუმცა სისხლმა თავისი გაიტანა და საბოლოოდ კარიერისთვის მაინც ხორვატიის ნაკრები აირჩია. არც უნანია. 2018-ში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონიც გახდა.

თუმცა აქ უფრო სხვა კუთხით გვინდა შევეხოთ. სევილიასთან პირველი კონტრაქტი 2011 წელს გააფორმა. ახალი ჩასული იყო, როცა ერთ-ერთ ყავახანაში შევიდა და იქ ბარმენი გოგონა რაქელ მაური დაინახა. დაინახა და გულში ჩაუვარდა. ესპანური ენა მაშინ არ იცოდა, მაგრამ ხელებით და ფეხებით ახერხებდა ლამაზმაზნისთვის თავისი გრძნობები გაეზიარებინა.

 

 Rakitic met Mauri in a coffee shop in Sevilla

 

დაახლოებით 30-ჯერ დავპატიჟე ვახშამზე, სანამ დამთანხმდებოდა. ისე ვიყავით, როგორც ტარზანი და ჯეინიო - იხსენებს. მერე ესპანურის სწავლა დაიწყო და ნელ-ნელა უფრო დაუახლოვდა.

გოგონაც შეეჩვია, ერთი პირობა ჰქონდა. სხვა ქვეყანაში არ უნდა წასულიყო.

 

 He said that part of the reason he did well at Sevilla was to get the chance to date Mauri

 

„2013 წელს მარადონას შემდეგ სევილიას პირველ უცხოელ კაპიტნად დამასახელეს. გოგონას ბაბუა ამ კლუბისა და მარადონას დიდი ქომაგი აღმოჩნდა და საქმეც გაიჩარხა,“ - ამბობს ივან რაკიტიჩი.

მერე ექვს წელიწადს ბარსელონაში ირჯებოდა და თითქმის ყველაფერო  მოიგო, რისი  მოგებაც საკლუბო დონეზე შეიძლება. 2015-ში თბილისშიც ითამაშა, უეფას სუპერთასზე, როცა ბარსელონამ სევილიას 5:4 მოუგო დამატებით დროში. 2019 წელს კი ისევ სევილიაში დაბრუბდა,

იმ პირველი შეხვედრის შემდეგ ცხრა წელიწადი გავიდა, ივანი და რაქელი ისევ ერთად არიან. ორი შვილიც შეეძნინათ: ალთეა და ადარა.

 Mauri has settled into Wag life perfectly