რამოსს ზღაპრული კონტრაქტი გაუმზადეს

სერხიო რამოსთან დაკავშირებით ჭორ-მართალი არ წყდება. ბოლო ინფორმაციით, პსჟ-მ ესპანელისთვის ახალი კონტრაქტი გაამზადა. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ფრანგები რამოსს 3 წლიან კონტრაქტს და წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობენ. ცნობილია, რომ ფრანგული გუნდის მიმართ არც თავად ფეხბურთელია გულგრილი. 

 

რამოსს რეალთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. მადრიდელები მას თანამშრომლობის გახანგრძლივებას სთავაზობენ, თუმცა მხოლოდ 1 სეზონით, ფეხბურთელი კი მინიმუმ 2 წლიან კონტრაქტს ითხოვს. 

 

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს გარდა 34 წლის მცველის გადაბირება ლივერპულს და მანჩესტერსაც სურთ, თუმცა სათქმელია, რომ ფრანგული კლუბის მსგავს პირობებს არცერთი მათგანი არ სთავაზობს. 

 

რეალის კაპიტანი ტრადიციულად მშვენიერ ფორმაშია. რამოსმა ამ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.