ლობჟანიძემ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და მეტოქეს ავტოგოლი გაატანინა (ვიდეო)

ანკარაგუჯუს ქართველმა ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ თურქეთში მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. 26 წლის შემტევმა ალანიასპორთან 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და მცველს ავტოგოლი გაატანინა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ანკარაგუჯუმ ალანიასპორთან 3:4 წააგო.

 

 

ლობჟანიძე ანკარაგუჯუში წინა წლის დასაწყისში დანიური რანდერსიდან გადავიდა და მალევე გუნდის ლიდერად იქცა. ამ სეზონში საბამ თურქეთის ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

 

ლობჟანიძისგან განსხვავებით არცისე კარგად მიდის ანკარაგუჯუს საქმე. ქართველის გუნდი 19 ქულით მე-18 ადგილზეა.