ბარსელონას ფეხბურთელი 2 კვირით გამოაკლდა

ბარსას ისევ ტრავმებმა შემოუტია

ლა ლიგის მე-20 ტურში ბარსელონამ ლეგანესს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები უსმან დემბელემ, ლუის სუარესმა და ლეო მესიმ გაიტანეს, პრესტიჟის გოლი კი მარტინ ბრაითვაითის ანგარიშზეა.

 

მატჩის მსვლელობისას უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო და მოედნის დროზე ადრე დატოვება მოუწია. ფრანგი თამაშის გაგრძელებას კი შეეცადა, თუმცა საბოლოოდ მოედანი დატოვა და მატჩში მის ნაცვლად მალკომი ჩაერთო.

 

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა სიმძიმისაა დემბელეს ტრავმა, თუმცა მედიკოსების თქმით, ახალგაზრდა შემტევს 2 კვირა გაუცდება. ასევე ცნობილია, რომ მე-11 ნომერს მალე გამოკვლევა ჩაუტარდება და მისი დაბრუნების ზუსტი დროს მას შემდეგ გახდება ცნობილი.