ანჩელოტო: ევერტონის მიზანი ეს არის...

ევერტონის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ლესტერთან მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ევერტონის მიზანზე ისაუბრა

 

"ჩემპიონთა ლიგა მენატრება თუ არა? დიახ. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ტურნირია და როდესაც აქ მოვედი, მიზნად აქ გასვლა დავისახე. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა. არ ვიცი რა დრო დამჭირდება, მაგრამ, იმედი მაქვს, საწადელს მალე მივაღწევთ"

 

61 წლის იტალიელი მერსისაიდზე 2019 წლის დეკემბერში გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში ტკბილეულები მე-6 ადგილზე არიან - 17 თამაშში 32 ქულა მოაგროვეს.