ყაზახები ვერ გვივიწყებენ

ყაზახეთის ნაკრების აწ უკვე ექს–მწვრთნელი სტანიმირ სტოილოვი ასახელებს მიზეზებს, თუ რატომ წააგო მისმა გუნდმა საქართველოსთან ორივე მატჩი და რატომ ვერ გავიდა ჯგუფიდან.

ინტერვიუ გამოქვეყნდა ყაზახურ ვესტი–სთან და ამონარიდებს გთავაზობთ. არის ასეთი კითხვაც: "საქართველომ ღირსეულად დაიკავა ჯგუფში პირველი ადგილი?" 

 

„მარტო ჩემს რეპუტაციაზე რომ მეზრუნა, შეიძლებოდა პირველი ადგილი დაგვეკავებინა. რვა მცველს დავაყენებდი და წინ ერთ, ან ორ შემტევს. რა მოხდებოდა? ასი პროცენტით გეუბნებით, საქართველოსთან შინ არ წავაგებდით და შესაძლოა, არც სტუმრად დავმარცხებულიყავით.

 

...გაზაფხულზე ნაკრების ფეხბურთელები კარგ ფორმაში იყვნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც. ივნისში აზერბაიჯანთან მოგების მერე, საქართველოსთან სექტემბრის მატჩამდე ნაკრების მოთამაშბმა მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩაატარეს თავიანთ კლუბებში. ცოტა იყო. ფიზიკაზე აისახა.

 

...საქართველოს შინ თანაბრად ვეთამაშეთ, მაგრამ შეტევის დაბოლოებისას ოსტატობა არ გვყოფნიდა. თუმცა ოსტატობა მაშინ მოდის, როცა არ კარგავ წამყვან ფეხბურთელებს და როცა გაქვს თავდაჯერება.

 

...საქართველომ ღირსეულად დაიკავა პირველი ადგილი. მართალია, თამაშის დონით მათთან ახლოს ვიყავით, ხოლო ასტანაში ხშირ შემთხვევაში უკეთაც გამოვიყურებოდით, მაგრამ ყველაფერი ინდივიდუალიზმმა გადაწყვიტა. ვფიქრობ, ქართველი ფეხბურთელები გაცილებით  თავდაჯერებულნი არიან, ვიდრე ყაზახები. იმიტომ, რომ ისინი უფრო ძლიერ ჩემპიონატში თამაშობენ“.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.