"დე ბრუინი და აგუერო არ ჰყავთ? მაშინ მოვუგებთ"

შეფილდ იუნაიტედის მწვრთნელმა კრის უაილდერმა ჟურნალისტებთან მხიარულად ისაუბრა. იხუმრა, მანჩესტერ სიტის კევინ დე ბრუინი და სერხიო აგუერო თუ აკლია, ესე იგი, მოვიგებთო. არადა, სიტის ზედიზედ 11 თამაში აქვს მოგებული და პრემიერლიგას ლიდერობს, შეფილდელები კი ბოლოზე არიან...

 

„დე ბრუინი და აგუერო არ იქნებიან? მორჩა, სიტისთან სტუმრად მოგება ჯიბეში გვაქვს... ისე კი, ნამდვილად არ ვიცი მათი შესაჩერებელი რეცეპტი. ქალაქელებს  მართლაც ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ, თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ შედეგის მისაღწევად“ - თქვა უაილდერმა.

 

პეპ გვარდიოლა კი გახარებულია, ამდენი მოგება, სტაბილურობა... სიტის მწვრთნელმა მთავარ აქცენტებზე ისაუბრა:

 

„ჩვენი მცველები აშკარა შეცდომებს აღარ უშვებენ, რაც წინა სეზონში ხდებოდა. ეს გვეხმარება რიტმის შენარჩუნებაში. ფეხბურთი დეტალებისგან შედგება. მაქვს შეგრძნება, რომ თამშიდან თამაშამდე უკეთესები ვხდებით“.