ბოატენგს ლა ლიგაში უკვე ელოდებიან

ბოატენგი ესპანურ გრანდში გადასვლასთან ახლოსაა. 

კევინ პრინც ბოატენგი მალე ლა ლიგაში გადაბარგდება. საქმე იმაშია, რომ მისით კატალონიის ბარსელონაა დაინტერესებული. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება. იტალიელის ცნობით მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაშია.

 

განელი შემტევი ამჟამად სასუოლოს ღირსებას იცავს. იტალიელებს იგი წინა წლის აგვისტოში აინტრახტიდან შეუერთდა. ამ სეზონში ბოატენგმა სასუოლოს მაისურით 15 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

 

ბოატენგს ისეთ გუნდებში უთამაშია როგორებიც ჰერტა, დორტმუნდი, ტოტენჰემი, პორტსმუტი, მილანი, შალკე და ლას პალმასი არიან.  

 

სათქმელია, რომ ბოლო პერიოდში შემტევს შეიძლება ითვას, რომ მეორე სუნთქვა გაეხსნა და არაჩვეულებრივ ფორმაშია. იგი სასუოლოს ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ და გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. 

 

სხვათაშორის ბლაურანას ფანებს ბოატენგი მთლად კარგად არ უნდა ახსოვდეთ. 2011-12 წლების სეზონის  ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ესპანელები მილანს დაუპირისპირდნენ. იტალიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იმ დროს სწორედ კევინ პრინცი იყო, რომელმაც კატალონიელებს შესანიშნავი გოლი გაუტანა და ანგარიში 2:2 გახდა, საბოლოოდ კი შეხვედრა ბარსას სასარგებლოდ 3:2 დასრულდა.