ჩვენ დავლევთ, კოლინ მეფისთვის. დავლევთ, დავლევთ...

 

 

 

 

 

 

გაგრძელება. დასაწყისი იხილეთ აქ

ინგლისელმა გულშემატკივრებმა ერთგულების და სიყვარულის სამარადისოდ დამახსოვრება იციან. ყველა დი სტეფანო ვერ იქნება, მაგრამ

ვაჰ, დრონი, დრონი...

რახან სიმღერამდე მივედით და ეს ორი წლისწინანდელი ვიდეოც ვნახოთ,

სადაც მანჩესტერ სიტი, მდიდარი,ძლიერი, უკვე არაერთგზის ჩემპიონი ბოლო ათწლეულში და ასე შემდეგ, კარდიფს სტუმრობს და ფანობა კოლინ ბელის სადიდებელ სიმღერას მღერის ტერასებს ქვეშ, მაშინ, როცა ბელი ცოცხალია.

იუთუბში მრავალგვარი კომენტარია: იუნაიტედის ფანიც კი წერს, ჩვენგან გადმოღებულ სიმღერებს შეეშვითო, მაგრამ რაის გადმოღება: წლოვანი და უწლოვანი ბიჭები მღერიან ადამიანზე, რომელიც ფეხბურთს ორმოცდაათი წლის წინათ თამაშობდა და რომელიც არასდროს უნახავთ  მინდორზე.

დიდი რამეა. ფეხბურთი ერთია, მისი სწორად გულშემატკივრობა, მეორე, განსაკუთრებული ამბავი. მოგეხსენებათ, ფეხბურთი ჩოგბურთი არ არის, რომ ტერასებზე მხოლოდ ტაში შემოჰკრა. ამიტომ ესენი მღერიან: “ჩვენ ავწევთ კათხას კოლინ მეფისთვის, ვინც მან სითის ნამდვილი წინამძღოლი იყო, საუკეთესო ინსაიდი, მსოფლიოს რომ უნახავს. და ამიტომ ჩვენ დავლევთ, კოლინ მეფისთვის. დავლევთ, დავლევთ...“

მეფე, გასაგებია. შეიძელობდა, ინგლისის  ყოველ სოფლის გუნდს  ჰყოლოდა თავისი მეფე. მოზრდილი ქალქისასაც. გასაგებად, ოთხმოცდაათიანი წლების ფეხბურთის მოყვარულთათვის  მისახვედრად რომ ვთქვათ, ყვლგანაა მისი წილი მეტ ლე ტისიე. დღევნადელ ინგლისურ ფეხბურთში ასეთი პერსონაჟები აღარ არსებობენ.

მთავარი კი ამ ამბაში ისტორიული მეხსიერების ის ფორმაა, სულ უბრალო ფანობასაც რომ შეუძლია თან ჰქონდეს, ყოველგვარი სადღეგრძელოების გარეშე. ჩვენ არასდროს გვიმღერია: მიშა მესხი აქ არის, მიშა თქვენ დაგამრცხებთ.

საერთოდ არ გვიმღერია, დინამო- ვესტ ჰემის თამაშზე საგანგებოდ მოყვანილ მომღერლებს თუ არ ჩავთვლით:ისინი მღერიან და ვაჩვენოთ, ჩვენი მრავალხმიანობაო. ის კარგი იყო, მაგრამ არა ნამდვილი. მაგრამ ეგ დავივიწყოთ, მაინც ესესესერია.

კოლინ ბელი კი ბარი თაუნში იპოვნა ლეგენდარულმა კაცმა, მანჩესტერ სიტის მეორე მწვრთნელმა, ანუ მარჯვენა ხელმა მაიკ ალისონმა და ახლა სასაცილო თანხად, ორმოცდა ხუთ ათას გირვანქად წამოაყვანინა სიტიში, სადაც მენეჯერად მსოფლიოსთვის და ჩვენთვისაც ბევრის არაფრისმთქმელი ჯო მერსერი იყო.

ჩვენებურ მეისტორიე-გულშემატკივრს ახსოვს მატ ბასბი და ბილ შენკლი. ჯო მერსერი კი, არა.  ამასაობაში, ჯო სწორედ ის მენეჯერი იყო, მათ რომ ბრძოლები გაუმართა და ამ ბრძოლებს უგებდა კიდეც. ბილ შენკლი, ლივერპულის ამშენებელი მენეჯერი ამბობდა, როცა პირველი ხარ,  ყველაფერი ხარ, მეორე კი არავინ ბრძანდებიო. აი, ეგ ამბავი იყო, თუმცა ჯო მერსერი და მისი გუნდი პირველებიც ყოფილან. ჯო არ ამარტო სამოციანების დიად მენეჯერებს ებრძოდა, არამედ სამოცდაათიანებსაც გადმოსწვდა და მისმა სიტიმ ბრაიან კლაფის დერბისთან წააგო საჩემპიონო ბრძოლები. ჰოდა,  თუ ვინმეს ახსოვხარ, მხოლოდ შენს კლუბს. იმ კლუბს, რომელმაც თავისად მიგიჩნია.

არხსომება კი ულომობელი ამბავია.  მას ერთი ისეთი წახნაგიც აქვს, რომელიც ხშირად საკუთრივ არხსომებაზე უარესიცაა ხოლმე: ცუდად რომ ახსოვხარ.

კოლინ ბელი კარგახანს თამაშობდა ინგლისის ნაკრებში, ოღონდ იმ დროს, როცა ინგლისი 1974 წლის მსოლფიოს თასზე ვერ მოხვდა. მანამდეც, ბელი შეიქნა იმ დრამატული თამაშის უსახელოდ, მაგრამ საერთაშორისოდ სახსენებელი ფებხურთელი, რომელიც 1970 წელს მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართა. იმ თამაშში, ოთხეულში შეღწევისა რომ იყო და რომელსაც  ჯერაც მსოფლიო ჩემპიონი ინგლისი კმაყოფილებით უგებდა გერმანიას ორი ბურთით,  დასრულებმადე ოცი წუთით ადრე მენეჯრმა ალფ რემზიმ გადაწყვიტა, რომ პირველი შემადგენლობის ორი ფებხურთელი დაესვნებინა.

ეს მსოფლიო თასი პირველი იყო, ფებხურთელის შეცვლა რომ დაუშვეს და რატომაც არა? 2-0, წინ ოცი წუთი, უკან კი ოთხი წლისწინადელი მსოფლიო თასის ფინალის და მანამდელი თამაშების ისტორიაც, როცა მთელი მსოფლიო ამბობდა, ინგლისს მსაჯებმა მოაგებინეს ფინალც და საპლეიოფო თამაშებიცო. მოკლედ, გოლი, გვერდითი მსაჯი ბახრამოვი და ასე შემედგ.

ჰოდა,  ოთხი წლის თავზე ინგლისი ულაპარაკოდ უგებს გერმანიას, ყოველგვარი ბახრამოვების გარეშე და რემზიმ გადაწყვიტა, რომ 70-ე წუთზე ბობი ჩარლტონის ნაცვლად კოლინ ბელს შეიყანს.  ბობი ჩარლტონი მსოფლიო ვარკსვლავია, კოლინ ბელი კი, მისი შემცვლელი, მსოფლიოსთვის უცნობი ვარსკვლავი, საუკეთესო ფორმაში  მყოფი. ბობი საერთასორისო გამოცდილებით და სახელით ჯობნის,თორემ ბობი მიმავალია, კოლინს კი, წინ კიდევ ბევრი დარჩა.

სანამ ბელი ხურდებოდა, ბეკენბაუერმა ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ რემზიმ მაინც შეცვალა ჩარლტონი, არ ჩაუთვლია, რომ ბელის შეყვანა რაიმეს წაახდენდა. არც წაუხდენია. ინგლისის კარში მეორე მეკარე პიტერ ბონეტი ეყენა, წინა დღეს მოწამლული  ბექნსის ნაცვლად. რაც მოხდა, მერე უმეტესად მას დაბრალდა, თუმცა, ბელისთვის სამუდამო დამღად დარჩა საერთასორისო ამბავში:

ჩარლტონის მაგივრად შემოსული ვიღაც. ვიღაც იყო? არ იყო ვიღაც, მაგრამ მისი ბევრმა არავინ იცოდა რამე საერთაშორისო სარბიელზე. ათი წუთის თავზე რემზიმ მარტინ პიტერსი გაიყვანა და ნორმან ჰანტერი შემოიყვანა: იმ ერთი გაქვითულის მიუხედავად, ყველაფერი კარგადაა, პიტერსი ნახევარფინალისთვის დაისვენებსო. რა უნდა დაესვენა ისეთი, იმ ბოლო ათი წუთსა, მაგრამ მაინც.

ჰანტერი შემოვიდა და ბონეტიმ მეორე გუასვა: ზეელერის კეფით დარტყმული. მერე იყო დამატებითი დრო და გერმანელების კიდევ ერთი გოლი: ინგლისი გავრდა.  გავარდა და ატყდა, რატომ შეცვალა ორი ლიდერიო.  ამანაც, დავასვენეო. მერე ბობი ჩარლტონი სულ ამბობდა, კოლინ ბელის ბრალი იქ არაფერი იყო, მშვენივრად ითამაშა, რაც მოხდა, მოხდაო, მაგრამ გერმანიასთან მოგებულ თამაშში შეცლვაზე შემოსული მთვარი ნახევარმცველის მიერ წაგებული თამაშის აჩრდილი ბელს სამუდამოდ გაჰყვა და მის საერთაშორისო დიდებას ბევრი დააკლო: ეგ ის არის, ჩარლტონის მაგივრად რომ შემოყვანესო.

ამ დროს ის სიტის მეფედ რჩებოდა და ნაკრებშიაც საუცხოო თამასები ჰქონდა. მაშინ ასე იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონები უემბლიზე ცადიოდნენ ხოლმე და ბელი იყო ლიდერი იმ გუნდისა, რომელმაც გერმანია დაამრცხა. 1975 წელს. თუმცა, ასეთ რამეებს უკვე მაშინაც მხოლოდ ინგლისში თუ აქცევდნენ ყურადღებას.

როდესაც ბელი გარდაიცვალა, ყველა ძველი ექსპერტი იმას ამბობდა, რომ ეს იყო  ზედროული, სრულყოფილი ნახევარმცველი, რომელიც ისე თამაშობდა, რომ დღევანდელ დიდ გუნდებშიც კი ყოველგვარ ეპოქათა სხვაობის გათვალისწინების გარეშე ჩაეწერებოდა. მოკლედ, დიდი ფეხბურთელი იყო და იმსიშროეზე. სახელგანთქმული კი არა, როგორც ერგებოდა. თვითონ ამაზე არ ფიქრობდა: მანჩესტერის საქალქო ნაწილში ყოველთვის მეფედ რჩებოდა და თან, რომ მოგეწონება ისეთი  მეფე იყო: უხმაურო, თავმდაბალი, უსკანდალო და ერთგული.

ფეხბურთში ბევრი რამ იღბლისაა. ბურთი მრგვალიაო, რომ იტყვიან. ბელის ამბის მცრე ნაკუწები კი შემორჩენილია.

სამხრეთული გულისთვის ბევრი არაფერი, მაგრამ ძველი ინგლისური ფეხბურთი...