სიმეონე უფროსებს დათანხმდა

ჩოლო არსად მიდის

Football Espagna-ს ცნობით, დიეგო სიმეონე ატლეტიკოსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ცნობილია, რომ როხიბლანკოს მესვეურებმა მას ხელშეკრულების გახანგრძლივება შესთავაზეს, რაზეც არგენტინელი დათანხმდა.

 

ჩოლოს მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულში ეწურება, ხოლო განახლებული კონტრაქტის თანახმად მადრიდში 2021 წლის ივნისამდე დარჩება. ასევე ცნობილია, რომ მისი ჯამაგირი წელიწადში 22 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

 

52 წლის სპეციალისტმა ესპანური გუნდი 2011 წლის დეკემბერში ჩაიბარა. ამ დრომდე მან გუნდთან ერთად ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის ლიგა (2) და უეფას სუპერთასი (2) მოიგო.

 

ამ მომენტისთვის ატლეტიკო 41 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ბარსელონას 5 ქულით ჩამორჩება.