აიაქსს ფორვარდი გარეთ დარჩა

ამსტერდამის აიაქსს კურიოზი დაემართა. უეფაში გააგზავნა ევროპა ლიგისთვის განაცხადი და 25 ფეხბურთელს შორის სებასტიან ალერი არ შეიყვანა. ეს შეცდომით. აბა, შეგნებულად გარეთ  ხომ არ დატოვებდა ვესტ ჰემიდან 22,5 მილიონ ევროდ ნაყიდ ფორვარდს...

 

ნიდერლანდების ჩემპიონატში ალერმა 6 მატჩი უკვე ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. აიაქსს ევროპა ლიგაზელილთან ელის მატჩები: 18 და 25 თებერვალს.

 

„ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო კავშირში და უეფაშიც გავარკვევთ, თუ სად მოხდა შეცდომა“ - ესაა აიაქსის განცხადება.