მოურინიო: კატაც ვნახეთ და თაგვიც

ჟოზე მოურინიომ კატა-თაგვობანა უწოდა ტოტენჰემის წაგებას ევერტონთან - 4:5. ეს ინგლისის თასის მერვედფინალში. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ თამაშით თან კმაყოფილია და თან არა.

 

„თუ გინდათ, რომ ფანტასტიკა დაარქვათ, იყოს ფანტასტიკა. როცა ოთხი გოლი გაგაქვს, უნდა მოიგო კიდეც. მინდა, რომ დადებითი მომენტები დავუნახო ამ წაგებაში.  ბურთს ვაკონტროლებდით და ეს მომეწონა. როცა ვიგებდით, კიდევ შეგვეძლო გაგვეტანა, რადგან სათამაშო უპირატესობას ვფლობდით. თუმცა შეცდომა ერთი, შეცდომა მეორე, შეცდომა მესამე და გოლი, გოლი, გოლი.


...ვიბრძოდით, მაგრამ კიდევ ვცდებოდით. კატა-თაგვობანაში თაგვი ჩვენი შეცდომები იყო, ხოლო კატა - ჩვენი მცდელობები, რათა გამოგვესწორებინა ისინი“ - წერს Goal-ი.

 

ისე, 1961 წლის მერე ინგლისის თასზე ამდენი გოლი არასოდეს გასულა. მაშინ შეფილდ უენსდეიმ მანჩესტერ იუნაიტედს 7:2 მოუგო.