ჯაზი კლასიკაა

და, არის აუცილებელი, რომ თქვენ პეტ მეთენის ან რომელიმე სხვა გენიალური შემსრულებლის თაყვანისმცემელი იყოთ. კალათბურთში სხვა ჯაზია.

აქ იუტა უკრავს. აქ იუტა სოლირებს და აქ იუტა საუკეთესო კალათბურთს თამაშობს.

გახსოვთ, როდის იყო ჯაზი ყველაზე კარგი? კარლ მელოუნის და ჯონ სტოქტონის დროს, როდესაც იმ დალაგებულ და საათივით აწყობილ ანსამბლს ჯერი სლოუნი ედგა სათავეში. იქვე იყვნენ გამოცდილი ჯეფ ჰორნაჩეკი, ჯიუტი გრეგ ოსტერტაგი და მაიკლ ჯორდანის საყვარელი სათამაშო კრეიგ ილოს შემდეგ - ბრაიონ რასელი.

ეს იუტა იმ ჯაზზე ლამაზად ყომარობს, თუმცა, ის გუნდი დღევანდელზე დაუნდობელი იყო. და ეს თვისება მელოუნის გუნდმა ბევრი წაგებით გამოიმუშავა. ეს თვისება გამოცდილებით მოდის.

დღეს, იუტას მოაქვს.

და, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს ჯაზი სამ ინდივიდუალურ ჯილდოს აიღებს.

 

საუკეთესო მწვრთნელი - ქვინ სნიდერი ფავორიტია. ბევრის ფავორიტია. სნიდერი კარგი ტაქტიკოსი და როტაციის აგრესორია. იუტას ყოველთვის ჰყავს 8-9 კარგი მოთამაშე, რომელიც ბოლომდე შეგასკდება, დაგღლის.

 

საუკეთესო მეექვსე მოთამაშე (შემცვლელი) - ჯორდან კლარქსონი ერთ-ერთი ფავორიტია. და, ბიჭი საშუალოდ 17.7 ქულას და 4.3 მოხსნას იღებს. ორივეში - კარიერის რეკორდი. კლარქსონი ძალიან კარგია.

 

საუკეთესო დამცველი - რუდი გობერი. ალბათ, ფრანგს ეხმარება ენტონი დევისის ეკონომ-კალათბურთი, მაგრამ ესეც რომ გავატაროთ, გობერს საოცარი სეზონი აქვს. 14.0 ქულა, 13.4 მოხსნა, 2.8 დაფარება (პირადი რეკორდი). და, გობერი მესამედ გახდება ტოპ დამცველი.

 

ეს იუტა არ არის ერთჯერადი.

ეს იუტა ღრმა და სახიფათოა.

და, როდესაც ლებრონი და კავაი ლეონარდი ფლეი ოფში ერთმანეთზე ჩაფიქრდებიან, გაიხსენონ გუნდი, რომელსაც ამ სეზონში სერიის მოგება ორივესთვის შეუძლია.

იუტა ჯაზი.