ანტირეკორდი ანტირეკორდზე... ეს ნამდვილად ტრენტია?

რა სჭირს ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს? ლივერპულის მარჯვენა მცველმა ლესტერთან შეხვედრაში 45-ჯერ დაკარგა ბურთი. 128 შეხებიდან... ტრენტს ამ კომპონენტში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს ტოპ-5 ლიგის გუნდებში მოთამაშე ფეხბურთლებს შორის.

 

22 წლის ალექსანდრ-არნოლდი ერთ მატჩში საშუალოდ 35,2-ჯერ კარგავს ბურთს.

 

კიდევ: წინა თვეში საუთჰემპტონთან 39-ჯერ ჩააბარა ბურთი მეტოქეს, რაც სეზონის ანტირეკორდი იყო. ლესტერთან კი თავისივე ანტირეკორდი „გაამყარა“.

 

არადა, საუბარია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველზე. ცუდი პერიოდი აქვს.

 

ლივერპულმა ლესტერთან 1:3 წააგო და იურგენ კლოპმა განაცხადა, საჩემპიონო რბოლას ჩამოვშორდითო. კლოპმა ასევე აღნიშნა, რომ პირველი გოლი ლესტერმა თამაშგარედან გაიტანა.