კარლო გაქურდეს

კარლო ანჩელოტის სახლში ნიღბიანები შევიდნენ, რომლებიც მწვრთნელის ქალიშვილმა დააფრთხო.

პოლიცია დაუყოვნებლივ გაეშურა ბლანდელსენდისკენ, სადაც ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. ქურდებმა სეიფი წაიღეს, თუმცა, როგორც ჩანს, ეგონათ, რომ სახლში მარტონი იყვნენ, რადგან როდესაც კარლო ანჩელოტის ქალიშვილი კატია თავად ცდილობდა გაქცევას, დაფრთხნენ და დანაშაულის ადგილი სწრაფად დატოვეს.

 

Image result for carlo ancelotti family

 

თავად ევერტონის მწვრთნელი შინ არ იმყოფებოდა. არავინ დაშავებულა.

მერსისაიდის პოლიციამ დაადასტურა, რომ სიგნალი ძარცვის შესახებ, საღამოს შვიდის ნახევარზე მიიღეს. პოლიციელთა ცნობით, ანჩელოტების სახლში შევიდა ორი მამაკაცი, რომელთაც ეცვათ შავი წყალგაუმტარი ქურთუკები, სავარაუდოდ, ზედ თეთრი წარწერით და თავზე ბალაკლავები ეხურათ. ბალაკლავა არის ნიღაბი, რომელსაც თვალების და პირის ადგილი გამოჭრილი აქვს.

იტალიელმა კი ერთი ხნის წინ, ინტერვიუში აღნიშნა, რომ საცხოვრებელი გარემოთი ძალიან კმაყოფილია. საინტერესოა, რას იტყვის ახლა...

ზაალ მუჯირი 14 თებერვალი 2021 -15:45