ჟოზეს წყალი

ლონდონის ტოტენჰემი ინგლისური პრემიერლიგის ბოლო ხუთ ტურში ოთხჯერ დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილამდე დაქვეითდა. არადა, დრო იყო, თავში იდგა.

 

Image result for jose mourinho

 

ბრიტანულმა ტაბლოიდებმა უკვე დაიწყეს მარჩიელობა, თუ ვინ შეცვლის დეზების მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს. თუმცა, არც ასე იოლადაა საქმე, „განსაკუთრებულის“ კონტრაქტში, რომელიც 2023 წელს იწურება, არ ყოფილა პუნქტი ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტის თაობაზე. ამიტომ, თუ ტოტენჰემმა პორტუგალიელი გაათავისუფლა, ძალიან დიდი კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

წელიწადში მოურინიუს ხელფასი 15 მილიონი გირვანქაა.

ზაალ მუჯირი 15 თებერვალი 2021 -16:16