კლოპ, შენ არ ხარ მარტო!

იურგენ კლოპს მძიმე დღეები უდგას. მისი სანაქებო ლივერპული ნაწილებად დაიშალა. ზედიზედ სამი თამაში წააგო პრემიერლიგაში. ასეთი რამ  გერმანელი სპეციალისტის მერსისაიდში მუშაობის პერიოდში არ მომხდარა. ახლა ლივერპულს 30 ქულით ნაკლები აქვს, ვიდრე გასულ სეზონში ამდენივე თამაშის შემდეგ.

ყოველთვის ხალისიანმა კლოპმა, ლესტერთან მარცხის შემდეგ (1:3), ნაღვლიანად აღნიშნა: ჩვენი ჩემპიონობა ამით დამთავრდაო.

 

Image result for klopp never

 

ყველაფერს ისიც დაერთო, რომ დედა გარდაეცვალა. კორონავირუსის პანდემიის აკრძალვების გამო გერმანიაში ვერ ჩავიდა და დაკრძალვას ვერ დაესწრო. უკვე ისმის ხმები კლოპის გათავისუფლების და მის მაგიერ ლივერპულის ლეგენდის, სტივენ ჯერარდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ.

თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც კარგად ახსოვთ რამდენი სიხარული მიუნიჭებია მათთვის გერმანელს და მხურვალე მხარდაჭერას უცხადებენ. გულშემატკივრებმა ენფილდის წინ დიდი ბანერები გაშალეს, რომლებზეც ეწერა: „იურგენ კლოპ, შენ მარტო არ ხარ!“ მოგეხსენებათ, ეს ლივერპულის ცნობილი სლოგანია.

ზაალ მუჯირი 15 თებერვალი 2021 -16:01