მოYES - მთავარია, რომ არ გავვარდებით

ვესტ ჰემი მშვენიერ ფორმაშია, მოულოდნელად აღმოჩნდა ხუთეულში და მეოთხეზე მყოფ ჩელსის მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება. უსწრებენ ლივერპულს, ევერტონს, ტოტენჰემს, არსენალს... მეტიც, 2021 წელს ჩაქუჩებზე მეტი ქულა მხოლოდ მანჩესტერ სიტიმ მოაგროვა.

 

მწვრთნელი დევიდ მოიესი კი მოკრძალებულია:

 

„ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ოთხეულისთვის? ჯერ იმას ვიტყვი, რომ გავარდნას გადავურჩით. 40 ქულა საკმარისი იყო ადგილის შესანარჩუნებლად, ჩვენ კი 42 გვაქვს.

 

...ცხრილით გათამამება არ შეიძლება. ჩვენ ვიზრდებით, როგორც გუნდი, ჯერ კიდევ საფუძველს ვყრით. რა თქმა უნდა, გვსიამოვნებს ის, რაც ხდება, მაგრამ ფეხბურთელებმა პროგრესი უნდა გააგრძელონ. ეს შეგვიძლია, თუმცა ვერ დავმალავ და გეტყვით: სეზონით კმაყოფილი ვარ“.