მბაპეს მაისური დაღესტანში მიდის

"ბარსელონა" - "პარის სენ-ჟერმენის" მატჩის შემდეგ, ახალგაზრდა ფრანგმა კილიან მბაპემ UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლს ხაბიბ ნურმაგომედოვს მაისური უსახსოვრა.

 

ხაბიბი მადრიდის რეალის დიდი გულშემატკივარია და მატჩამდე ინსტაგრამზე პოსტიც კი გამოქვეყნა, რომ მიმდინარე მატჩში ფრანგულ გუნდს გულშემატკივრობდა ბოლოს კი #HalaMadrid-იც დაამატა. 

 

"კილიან მბაპეს მაისური, რომელითან მან ჰეთ-თრიკი შეასრულა. ორმაგად სასიამოვნოა რომ ეს ბარსელონას წინააღმდეგ მოხდა." - ასე გაუხადა ხაბიბმა მადლობა კილიანს. 

კაკი ყიფშიძე 17 თებერვალი 2021 -18:39