ლეიკერსი დიდი რისკია

ლებრონ ჯეიმსმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ტიტული. ამით, ევანდერ ჰოლიფილდზე დამრტყმელი მხეცი ორ პრობლემას მოაგვარებს. ერთად ორ პრობლემას მოაგვარებს.

ის მაიკლ ჯორდანთან ჩამორჩენას ერთ მოგებულ ფინალამდე შეამცირებს.

ის ლეიკერსის ბევრ თავისუფალ აგენტს გუნდში დატოვებს. აუცილებლად დატოვებს.

ლებრონ ჯეიმსი კარიერას აქ დახურავს. არ იქნება კლივლენდში მესამედ მისვლა. არ იქნება მაიამიში, პატ რაილისთან დაბრუნება. ლებრონი არის იქ, სადაც უნდა მოიგოს.

ლებრონთან ერთად არ იყიდებიან ენტონი დევისი და კაილ კუზმა. დევისთან ახლობლობა მაგარი რისკია. ენტონის აქვს მიდრეკილება ტრავმებისადმი. ისე, აზრზე ხართ, რამდენი არაჩვეულებრივი ადგილი, ჰობია და ტიპმა ტრავმები აირჩია.

აუცილებლად დააკვირდებიან ლეიკერსის ახალგაზრდას - ალფონსო მაკკინის. მსუბუქი ფორვარდი, რომელსაც ძალიან მაღალ დონეზე გასვლა შეუძლია. გასვლა და - მოგება. მაკკინის 2023 წლამდე ერთ სეზონში საშუალოდ 1.8 მილიონი დოლარი ეკუთვნის. მოკრძალებული თანხა.

და, გაეცანით იმ ხალხს, ვინც ლებრონმა ჩემპიონობით უნდა დაკეროს - დენის შრიოდერი, მონტრეზლ ჰარელი, უესლი მეთიუზი, ალექს კარუზო, ტეილენ ჰორტონ-ტაკერი, მარკის მორისი, ჯარედ დადლი, ქვინ კუკი. ისინი აგვისტოში თავისუფალი აგენტები გახდებიან.

აზრზე ხართ?! ნახევარზე მეტი!

 

*****

 

ლეიკერსი აუცილებლად გააკონტროლებს მარკ გასოლის ჯანმრთელობას და ესპანელი აქ დარჩება.

და, ლეიკერსმა უნდა გადააფორმოს კენტავიუს კოლდუელ-პოუპი. ბიჭი იმსახურებს ამ ნდობას.

ლებრონს დავუბრუნდეთ. რომელიც უმატებს. ტრავმირებული დევისის გარეშე (3 კვირამდე გამოტოვებს), ლეიკერსში ვინმემ უნდა მოხსნას და ამას უკვე მისტერ ჯეიმსი აკეთებს.

ლებრონის სტატისტიკა - 25.8 ქულა, 8.2 მოხსნა, 7.9 პასი.

კლასიკა გრძელდება.

ლებრონი გრძელდება.