გოლდენ სტეიტის კუშები

სტეფ კარი არ იყიდება. კლეი ტომფსონიც დარჩება. და, გოლდენ სტეიტში დახურავს კარიერას დრეიმონდ გრინი. ეს სამი უნდა დარჩეს. ეს სამი გუნდის სახე, გული და მუშტია.

და, როგორ გაგრძელდება გოლდენ სტეიტში კელი უბრე უმცროსის კარიერა? არასტაბილური, მონდომებული მოთამაშის კარიერა, რომელიც ვერ ცვლის უორიორზს უკეთესობისკენ. და, ალბათ, იყო მოლოდინი, რომ შეცვლიდა.

მოკლედ, დეტალურად გვიაროთ.

 

*****

 

არ იყიდებიან: კარი (43 მილიონი სეზონში, 2022-ში გახდება თავისუფალი აგენტი), ტომფსონი (საშუალოდ 35.4 მილიონი ეკუთვნის), გრინი (22.2 მილიონი, მოთამაშის ოფცია 2023).

საინტერესო გასაცვლელი ტიპები: უბრე - 14.4 მილიონი, თავისუფალი აგენტი ამ სეზონის შემდეგ).

თავისუფალი აგენტები აგვისტოში: უბრე, კევონ ლუნი (4.8 მილიონი), ბრედ ვონამეიქერი (2.3 მილიონი, გუნდის ოფცია), მარკიზ კრისი (1.8 მილიონი, მოთამაშის ოფცია), კენტ ბეიზმორი (1.6 მილიონი, მოთამაშის ოფცია).

გოლდენ სტეიტი ამ კონტრაქტებს აკონტროლებს: ჯეიმს უაიზმენი (8.7 მილიონი, გუნდის ოფცია 2024-ში), ჯორდან პული (2.1 მილიონი, გუნდის ოფცია 2022), ალენ შმაილაგიჩი (1.5 მილიონი, გუნდის ოფცია 202), ერიკ პაშალი (1.5 მილიონი, გუნდის ოფცია 2022), დემიონ ლი (1.8 მილიონი, გუნდის ოფცია 2022), მიკალ მიულდერი (1.5 მილიონი, გუნდის ოფცია 2022).

ყველაზე მძიმე კონტრაქტი: ენდრიუ უიგინსი (29.5 მილიონი საშუალოდ სეზონში, მოთამაშის ოფცია 2023).

გოლდენ სტეიტმა უნდა მოუმატოს. სტეფი და კლეი დღესაც რჩებიან ყველაზე დომინანტურ, შეუჩერებელ წყვილად. უბრალოდ, კლეი აღარ უნდა აილეწოს.

ეს სეზონი გოლდენ სტეიტისთვის მოლოდინის სეზონი იქნება. და, კლეის გარეშე ბრძოლის ბოლო სეზონი.

შემდეგი რეგულარულიდან ყველაფერი უნდა დალაგდეს.