საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფურ ტურნირში მონტენეგროს ნაკრებთან წააგო - 9:11. მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გააღწია. ჩვენი ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში სავარაუდოდ ხორვატიის ან ნიდერლანდების ეროვნული გუნდი იქნება.
საქართველო-მონტენეგრო 9:11
ო: რაზმაძე - ქავთარაძე, დადვანი, იმნაიშვილი, ბითაძე, ელაჩა, ჯახაია, შუშიაშვილი, ელეზი, მაგრაქველიძე, ბარალდი, ვაპენსკი