ვენგერი მბაპესთან სახლში

არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ თავის დროზე კილიან მბაპეს არსენალში მიყვანა სურდა და სახლშიც კი მიაკითხა...

 

„ეს იყო იმ დროს, როცა მბაპე ფიქრობდა, გაეგრძელებინა კონტრაქტი მონაკოსთან თუ არა. თავისუფალი აგენტი იყო. ვფიქრობ, სხვა გუნდებსაც აქვთ ასეთი ისტორიები. მბაპესთან სახლში მივედი. თუმცა მაშინ მონაკოში დარჩა“.

 

ეს ამბავი 2017 წლის ზაფხულში მოხდა. მერე მბაპემ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და პსჟ-ში გადავიდა, ხოლო იქ როგორ თამაშობს, აი, ყველაზე კარგად ბოლო შთაბეჭდილებებით ბარსელონელებმა იციან.