ლოჩოშვილმა და გიორბელიძემ ტოტენჰემთან ითამაშეს

ევროპა ლიგის პირველ 1/16 ფინალში ვოლფსბერგერი, რომლის ღირსებასაც ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე იცავენ, ტოტენჰემს შეხვდა და 1:4 დამარცხდა. ლოჩოშვილმა მოედანზე 90 წუთი ითამაშა, გიორბელიძე კი თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. 

 

რაც შეეხება შეხვედრას, მთელი მატჩი ლონდონელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და ლოგიკურია, რომ შეხვედრა მათი მოგებით დასრულდა. სტუმართა მხრიდან გოლები სონმა, ბეილმა, ლუკას მოურამ და კარლოს ვინიციუსმა გაიტანეს, ავსტრიელთა მხრიდან კი ერთი ბურთი ლენდიმ პენალტის ნიშნულიდან შეაგდო. ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 24 თებერვალს გაიმართება.