შენგელიას გარეშეც ყველას დავყრით

ვინ: საქართველოს ნაკრები

სად: თბილისი

როდის: 19, 21 თებერვალი

მიზეზი: ევროპის ჩემპიონატის (2022) საკვალიფიკაციო ამბები

საქართველო VS სერბეთი (19.02, 19:00), VS ფინეთი (21.02, 19:00)

 

                                                                                                                                      *****

 

საქართველო: გიორგი შერმადინი (216), გიორგი თვალაბეიშვილი (208), ბექა ბექაური (207), ილია ლონდარიძე (205), მიხეილ ბერიშვილი (203), გიორგი კორსანტია (203), ალექსანდრე ფევაძე (202), ბექა ბურჯანაძე (201), კახა ჯინჭარაძე (197), დუდა სანაძე (196), მერაბ ბოქოლიშვილი (192), საბა ლობჯანიძე (192), ლუკა ზაქრაძე (192), ტად მაკფადენი (188), კონერ ფრანკამპი (185), გივი ბაქრაძე (183).

დანაკლისი: თორნიკე შენგელია (ცსკა, ტრავმა).

ახალი ჯოკერი: კონერ ფრანკამპი.

 

საქართველოს ნაკრები კალათბურთში ერთი დიდი ნდობა გახდა. ასე აეწყო. ბიჭებმა ეს დაიმსახურეს. როდესაც ევროგრანდებს უგებ, შენც ერთ-ერთი მთქმელი ნაკრები ხარ.

და, ეს უკვე ფაქტია.

მაგარი ცუდია, რომ ნაკრები თბილისში გასამართ ბაბლზე ლიდერის, კაპიტნის გარეშე იქნება. თორნიკე შენგელია დალეწილია და ჯერ ისვენებს.

ამერიკული დესანტიც (გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი) ვერ იქნება. დანარჩენები - სვლაზე არიან. და, დანარჩენებმა უნდა აკრიფონ.

ევრო-2022 მაგარი საინტერესო იქნება. და, ამ გარჩევებში ჩვენ ღრმა, სოლიდური, ყველა პოზიციაზე კარგად დაბალანსებული ნაკრები უნდა გვყავდეს.

საქართველო E ჯგუფშია. სერბეთთან, ფინეთთან, შვეიცარიასთან ერთად.

ფინეთის ბაბლზე ვაწყენინეთ ფინეთს და შვეიცარიას. აქ, ჩვენთანაც გვსურს მოგება.

ტესტები ახალ სასახლეში, მაყურებლების გარეშე გაიმართება. პანდემია ცელქობს.

 

*****

 

გვყავს ახალი ლეგიონერი. ძველიც ადგილზეა, მაგრამ დავიწყებთ ახლით.

და, ჩვენი ახალი ლეგიონერი კარგი, სანდო ტიპია.

კონერ ფრანკამპი. მურსიაში იღებს ბევრ სროლას, ბევრ ქულას (16.9) და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. საკაიფო არჩევანი გავაკეთეთ. უნდა გაამართლოს. ფრენკამპი დგება პირველ ნომერზე და ფრენკამპს სტაბილური სროლა აქვს. როგორც მოდაშია ეს ტერმინი, კომბოგარდი დავირტყით.

დუდა სანაძე ადგილზეა და ეს უკვე დიდი პლიუსია. დუდამ ბორაცში კონტრაქტი მიიღო და ნაკრებში სტაბილურად კარგი უნდა იყოს. ალბათ, იქნება.

და, ითამაშებს ჩვენი ტანკი - ბექა ბურჯანაძე. ბიჭები წინა მატჩებში ვერ იყვნენ. ბიჭები დაბრუნდნენ. ძალიან მაგარია.

ჩვენი ჯოკერი არის გიორგი შერმადინი.

ევროპის საუკეთესო შემტევი ცენტრი. ევროპის საუკეთესო ლიგის (ACB) საუკეთესო ცენტრი. ევროპის ყველაზე მშვიდი ვარსკვლავი-ცენტრი. რომელიც ამ სიმშვიდეს სხვებს ართმევს. გიოს ტენერიფეში ისტორიულად საოცარი სეზონი აქვს. ნაკრებშიც კლავს.

დანარჩენებმა მაქსიმუმი უნდა გლიჯონ და, როგორც ხდება ხოლმე, ამას გააკეთებენ.

თოკოს გარეშეც უნდა მოვიგოთ და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.

ჩვენ საქართველო ვართ.

 

ფოტო: www.gbf.ge