ლილარდის დღიურები

ლებრონ ჯეიმსი საუკეთესო სპორტსმენია.

კევინ დიურანტი ყველაზე სანატრელი დაბრუნება იყო.

კავაი ლეონარდი ყველაზე უთქმელი მთქმელია.

და, იანის ანტეტოკუმპო მოქმედი MVP გახლავთ. რომელიც ჯერ ვერ ქაჩავს ფლეი ოფში.

და, ვინ არის საუკეთესო 2012 წლის შემდეგ ერთ მაგარ კომპონენტში?

იცით, რაში? ბოლო 20 წამში ზუსტი სროლით, რომელმაც ან გაათანაბრა ანგარიში და, ან - წინ გაიყვანა ამ მოთამაშის გუნდი.

17 ზუსტი სროლა - დემარ დეროუზენი. და, არ თქვათ, რომ ბიჭი რბილი, ზედმეტად მორიდებული, უხერხემლოა.

21 - რასელ უესთბრუქი. რასმა არ იცის სროლა. რასმა არ იცის მოთმენა. და, რასმა იცის კალათბურთის ყომარი. ძალიან მაგრად იცის.

 

საუკეთესო?

დემიან ლილარდი!

 

25 ზუსტი სროლა. კლასიკა. სნაიპერი, რომელიც ბოლო წლებში სტეფ კარის შემდეგ საუკეთესოა ამ სნაიპერულ მკვლელობებში. ლილარდი დაუფასებელია. ლილარდი კარგი ლიდერია. ლილარდი არ არის კარი და ლილარდი მაინც კლავს. ბევრს კლავს. პორტლენდთან თამაშის შემდეგ დემიანის სინდისზე ბევრი სიცოცხლეა.

ლილარდი ამ სეზონშიც მიმწოლი და მომგები ტიპია. 29.8 ქულა, 7.7 პასი. ლიდერი. პორტლენდს აკლია სტაბილურობა, მაგრამ გუნდს ხშირად ჯანმრთელი მოთამაშეებიც აკლია.

ლილარდმა უნდა მოუმატოს. მის კარიერაში უკვე არის 15 692 ქულა (აუცილებლად ავა 20 000-ზე), 1 888 ზუსტი სამიანი (აუცილებლად ავა 2 500-ზე) და დაუკმაყოფილებელი ამბიციები. აქ სადამდე გაქაჩავს, ვერ გეტყვით.

ლილარდი კლავს და ეს საკმარისია.