გასახდელში მიმავალი გამარჯვება

შემდეგი ნაომი ოსაკაა

კაროლინა პლიშკოვამ სასწაული მოახდინა. როგორ არა, ჩოგბურთში ყოფილა შემთხვევები, როდესაც 1:5-დან ამა თუ იმ მოთამაშეს მატჩი შემოუტრიალებია, მაგრამ სერენა უილიამსთან? გონება რაც არ უნდა დავძაბოთ, მსგავსი შემთხვევა შესაძლოა ვერც გავიხსენოთ.

 

აკი თქვა კიდევაც ჩეხმა ჩოგბურთელმა მატჩის შემდეგ, მესამე სეტში ისეთი ანგარიშით ვაგებდი უკვე გასახდელზე და შხაპზე ვფიქრობდიო. მოკლედ, კაროლინა პლიშკოვამ მრისხანე სერენას თითქმის წაგებული შემოუტრიალა და 6:4, 4:6, 7:5 მოუგო.

 

კაროლინა პლიშკოვა ნახევარფინალში იაპონელ ნაომი ოსაკას დაუპირისპირდება.