დენვერის ლეკვები ილესავენ

და, დენვერი ფლეი ოფისთვის საინტერესო, სწრაფი, მოქნილი იქნება. როგორც - შარშან, როდესაც გუნდმა ჩემპიონობის ფავორიტი კლიპერსი დააგდო.

დენვერმა ბოლო გასაუბრება წამოიღო.

120:103, კლივლენდთან. საინტერესო, გამოუცდელ და ჯერ, აზრზე მოსასვლელ გუნდთან. დენვერმა ნიჭით და ორი კარგი ბიჭით მოიგო.

ნიკოლა იოკიჩი. ბევრისთვის მიუღწეველი და ამ თავხედი გენიოსისთვის ჩვეულებრივი სამმაგი დუბლი - 16 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი. იქვე, 4 ჩაჭრა. ნიკოლა იყო ელეგანტური და, ამჯერად, ნაკლებად აგრესიული იზოლაციების დროს.

ეს აგრესია ჯამალ მარისგან წამოვიდა.

მარი, რომელიც შარშანდელ ფლეი ოფში 26.5 ქულაზე ავიდა.

მარი, რომელიც ზედმეტად ნიჭიერია გუნდის მეორე კაცობისთვის.

მარი, რომელიც ამ რეგულარულში მოკრძალებულ 19.4 ქულას იღებდა და ერთხელაც ვერ ავიდა 40 ქულაზე. მარიმ ამ ამბებს ერთ მატჩში მიხედა.

 

*****

 

50 ქულა!

და, მერე რა, რომ კლივლენდთან, სადაც დაცვის თამაში არ მოსულა. იქ დაცვა არ არის დღის წესრიგში. იქ დაცვა ძველი სკოლაა.

50 ქულა მარის კარიერის ახალი რეკორდია. რეგულარულში.  ფლეი ოფში ჯამალს ორჯერ უკვე ჰქონდა 50. რეგულარული ახალი ტერიტორია იყო.

და, ყველზე დიდი კაიფია, რომ ჯამალმა ეს ქულები მხოლოდ 25 სროლით აიღო. და, ჯამალმა 21 სროლა ზუსტად შეასრულა. არარეალური მაჩვენებელი არაცენტრისთვის, ან - მეოთხე ნომრისთვის. 10/8 სამიანიც მკვლელი შედეგია.

და, უფრო მაგრად იცით, რამ გაასწორა?

რომ მარიმ ეს 50 ქულა თუნდაც ერთი (!) საჯარიმოს შესრულების გარეშე დასვა. ტიპი სხვაგან იყო. საერთოდ სხვაგან.

დენვერი ჯერ დალეწილი ვეტერანის - პოლ მილსეპის გარეშე თამაშობს.

დენვერს აკლია სიღრმე, მაგრამ გუნდი აუცილებლად შევა ფლეი ოფში.

და, იქ ლეკვები ერთხელაც დაძიძგნიან ვეტერანებს. ვიღაცას მაგრად არ გაუმართლებს.

ეს დენვერის ტერიტორიაა. დაიშალეთ.