ლებრონი თითქმის იქ არის

მეფე უახლოვდება უკვდავებას.

ალბათ, ლებრონი ამაზე მაღლა დგას. ალბათ, ლებრონი არ ითვლის სტატისტიკას. ალბათ, ლებრონს ბევრი სხვა დამთვლელი ჰყავს.

და, ამერიკული ოცნება მალე, ძალიან მალე საუკეთესო გახდება.

სადღაც, 2022/2023 წლების რეგულარულის დასაწყისში, ჯეიმსი გადაასწრებს ქარიმ აბდულ-ჯაბარს!

და, ლებრონი ყველაზე შედეგიანი დინოზავრი იქნება.

ჯეიმსი უკვე ავიდა 35 000 ქულაზე. ჯეიმსმა ეს ყველაზე სწრაფად გააკეთა.

და, ლებრონი უახლოვდება იმ ორს, რკინის კაცს.

 

კარლ მელოუნი - 36 928 ქულა. უტიტულო ლეგენდა.

და, ლიდერი - ქარიმი. 38 387 ქულა. ლიფსოს ინოვატორი. ლიფსოს პერფექციონისტი. ბრიუს ლის ძმაკაცი. ლეტალური იარაღი 20+ წლის განმავლობაში. ყველაფერ ეს იყო ქარიმი.

 

და, ლებრონი ამ ბიძასაც აწყენინებს.

სხვა ვარიანტი არ რჩება, ბიჭებო.

და, უკვე აღარავის არ ახსოვს, ვინ ზის მეფის უკან. 33 643 - კობი ბრაიანტი და 32 292 - მაიკლ ჯორდანი. საკაიფო სამეგობროა.

მოქმედებიდან ყველაზე ახლოს ჩამოჯდნენ კარმელო ენტონი და კევინ დიურანტი. ეს უკვე სხვა ისტორიაა.

ლებრონს სადღაც, 125-130 მატჩი სჭირდება. და, კიდევ ერთი რეკორდი დაილეწება.

მეფე მოდის, თავი დახარეთ.