დღისით ძიუდოისტი, ღამით პიანისტი

ამ სათაურით გამოქვეყნა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვეგ გვერდმა www.ijf.org-გმა ჩანახატი ქართველ ძიუდოისტ ილია სულამანიძეზე, რომელიც ახლახან თელ-ავივის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

 

აი რას წერს www.ijf.org:

 

"ნიჭიერი ადამიანი, ყველაფერში ნიჭიერია. ასე შეიძლება ითქვას ქართველ ძიუდოისტ ილია სულამანიძეზე. შევამჩნიეთ, რომ საღამოობით ის როიალს უზის. მის გვერდით კი, მეგობარი, ასე ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაურია. ილიას ახლა ფანები მარტო ძიუდოში როდი ჰყავს.

 

დაგვაინტერესა, ის პროფესიულ დონეზე უკრავდა თუ არა. სად ისწავლა როიალზე დაკვრა, მუსიკალურ სკოლაში ხომ არა. ილიამ გვითხრა, როიალზე დაკვრა დამოუკიდებლად ისწავლა და უკვე რვა წელიწადია ამ საქმითაა გატაცებული.

 

 

ვთხოვეთ, ძიუდოს მოყვარულებისთვის რამე დაეკრა და ის უყოყმანოდ დაგვთანხმდა. ილიამ თითქმის ერთი საათი დაჰყო როიალთან. მის რეპერტუარში მრავალი პიესა აღმოჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. როგორიცაა: კალინკა, კარიბის ზღვის მეკობრეები, ბელა ჩაო და სხვა.

 

აღმოჩნდა, რომ ის მარტო როიალზე როდი უკრავს. შემდეგ ჯერზე დაგვპირდა, რომ შეჯიბრებაზე გიტარით ჩამოვა.