სიტის ყოფილი მეკარე: ქინქლაძეს მესიმდე შეეძლო...

შოტლანდიური კილმარნოკის მწვრთნელმა, ყოფილმა მეკარე ტომი რაიტმა საინტერესო ამბები გაიხსენა კარიერიდან და ქართველი გიორგი ქინქლაძეზეც ისაუბრა... რაიტი ნიუკასლის, ნოტინგემის, მანჩესტერ სიტისა და სხვა გუნდების კარს იცავდა, ანუ ქინქლაძესთან ერთადაც მოუწია თამაში.

 

the scottish sun-თან ინტერვიუდან ამონარიდი:

 

- ვინ იყო საუკეთესო, რომელთან ერთადაც გითამაშიათ?


 

- ჯორჯ ვეა წარმოუდგენლად ძლიერი ფეხბურთელი და ბრწყინვალე ბიჭი იყო. როცა სიტიში მოვიდა, მისგან ბევრს ველოდით, მაგრამ უკვე ვეღარ იყო ისეთი, როგორიც საუკეთესო წლებში. პოლ გასკოინი და გიორგი ქინქლაძე არარეალურად მაგრები იყვნენ. მაგრამ ტალანტის რეალიზება ვერ შესძლეს.

 

- ანუ, რომელმა ვერ შესძლო ტალანტის გამოყენება?

 

- ორივეზე ვიტყოდი, ქინქლაძეს ჰქონდა შანსი, რომ მესის გვერდით მოეხსენიებინათ.