98 წლის შემდეგ პირველად...

პრემიერლიგის მორიგ ტურში ლივერპულმა ევერტონს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. პრემიერლიგის მოქმედმა გამარჯვებულებმა ინგლისის ჩემპიონატში შინ ზედიზედ მეოთხედ წააგეს. Opta-ს ცნობით აღნიშნული რამ ბოლო 98 წლის მანძილზე პირველად მოხდა. კლოპის გუნდი ევერტონამდე სიტისთან 1:4 დამარცხდა, ბრაიტონთან და ბარნლისთან კი 0:1. 

 

ბრიტანული გრანდი პრემიერლიგაში 40 ქულით მე-6 ადგილზეა. ენფილდის ბინადრები შემდეგ ტურში შეფილდს ესტუმრებიან. 

 

რადიკალურად განსხვავებული სუტიაციაა ევროასპარეზზე. ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ლაიფციგი სტუმრად 2:0 დაამარცხა. ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 11 მარტს გაიმართება.