ქალთანაც ვიჩხუბებდი. თანასწორობა! - რობერტ უიტეიკერი [VIDEO]

UFC-ს ყოფილმა საშუალო წონის ჩემპიონმა, ამჟამად #1-მა კონტენდერმა, რობერტ უიტეკერმა Grange TV-ს პოდკასტში სტუმრობისას, კითხვაზე ეჩხუბებოდა თუ არა საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, დადებითი პასუხი გასცა და თან დასძინა "თანასწორობა". ქალსა და კაცს შორის ბრძოლის აზრი, არაერთხელ გაჟღერებულა სხვადასხვა ფან პლატფორმებზე. გულშემატკივრები ხშირად აღნიშნავენ, რომ 2 წონის ჩემპიონი, ამანდა ნუნეში ბევრ მამაკაცთან იქნებოდა ფავორიტი ოქტაგონზე. ჯერ-ჯერობით, დენა უაითის გეგმებში მსგავსი რამ არ ჩანს, თუმცა გაყიდვადი ნამდვილად იქნებოდა, ასე რომ, ვინ იცის...

კაკი ყიფშიძე 21 თებერვალი 2021 -21:15