კრის პოლის ოსკარი

ფინიქსი ფლეი ოფში ბევრს დააგდებს. ფინიქსს ფლეი ოფში (პირველი წრის) საკუთარი დარბაზის უპირატესობა ექნება. კარგი ფორა. ფინიქსმა სეზონის დაწყებამდე პროფესორი მიიღო.

და, ეს პროფესორი ასრულებს. კრის პოლი. ლეგენდა. უტიტულო ლეგენდა.

და, პოლმა კიდევ ერთ უკვდავ პერსონას გადაუჯოკრა.

პოლმა ზუსტი პასებით ოსკარ რობერტსონი მეშვიდე ადგილზე გადაუშვა. დაისვენე, ოსკარ, კარგი კარიერა გქონდა.

პოლი - 9 891 პასი. ოსკარი - 9 887.

და, ვინ უსწრებს პროფესორს?

 

5. მეჯიქ ჯონსონი - 10 141. უდიდესი.

4. მარკ ჯექსონი - 10 334. ძალიან დიდხანს ითამაშა. კარგი იყო.

3. სტივ ნეში - 10 335. პასის დენიელ დეი ლიუისი.

2. ჯეისონ კიდი - 12 091. უნივერსალი მხატვარი. მონსტრი.

საუკეთესო - ჯონ სტოქტონი. რკინის ჯონი ჩაჭრებშიც პირველზეა. საოცარი კაცი.

 

და, საოცარია კრისიც.

რომელიც ამ სეზონში ფინიქსს 17.1 ქულას, 8.6 პასს და 4.7 მოხსნას აძლევს. და, გუნდი შეიცვალა, გარდაიქმნა.

ძალიან მალე პოლი (ლებრონთან ერთად) გახდება პირველი (ან - მეორე) მოთამაშე ლიგის ისტორიაში, რომელიც 20 000 ქულას (დღეს - 19 291) და 10 000 პასს დააგროვებს.

კლასიკა.