დე ხეას ჩემპიონები იწვევენ

დავიდ დე ხეამ შესაძლოა ზაფხულში მანჩესტერი დატოვოს. ბრიტანული პრესის ცნობით, ესპანელს იუვენტუსი, ბაიერნი და პსჟ ეპატიჟებიან. ამ ეტაპზე თავად ფეხბურთელის და იუნაიტედის პოზიცია უცნობია. აქვე გეტყვით, რომ ტრანსფერმარკეტზე დაყრდნობით, დავიდის ფასი 27.5 მილიონი ევროა. 

 

ფაქტია, ბოლო 2-3 სეზონია ესპანელმა შეცდომებს უმატა. ამ სეზონში მანჩესტერმა მისი ლაფსუსების შედეგად რამდენიმე გოლი გაუშვა. შეგახსენებთ იმასაც, რომ დე ხეას გადაბირებას დიდი ხნის განმავლობაში მადრიდის რეალი ცდილობდა, თუმცა 30 წლის მეკარე მანჩესტერში დარჩა. 

 

დე ხეა წითელ ეშმაკებს 2011 წლის ზაფხულში მადრიდის ატლეტიკოდან შეუერთდა. გუნდთან ერთად მან პრემიერლიგა, FA თასი, ლიგის თასი და ევროპა ლიგა მოიგო.