დე ხეას თამაში საშინელებაა?..

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ პოლ სქოულზმა დავიდ დე ხეა გააკრიტიკა. სქოულზმა ესპანელი მეკარის თამაშს საშინელება უწოდა...

 

„ვფიქრობ, დე ხეა ყველაზე სუსტი რგოლია იუნაიტედში. ისევ უყურადღებოდ თამაშობს და ნამდვილი პრობლემა ხდება. ის, რაც კუთხურებისას ხდება ჩვენს კართან, საშინელებაა“.

 

ამასთან, საინტერესოა, რომ ბრიტანულ პრესაში უკვე გადაწყვეტით წერენ, ზაფხულში მანკუნიანელები იტალიელ ჯანლუიჯი დონარუმას გადაიყვანენო. დონარუმას მილანთან კონტრაქტი ამ ზაფხულს უმთავრდება და თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია სარგებლობა.

 

მილანის 21 წლის მეკარემ მიმდინარე სერია ა-ში 22 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაუშვა, 8-ჯერ მშრალად შეინახა კარი.