ფელიპე ლუიზი: სიმეონეს გული არ აქვს

ბრაზილიური ფლამენგოს მარცხენა მცველმა, ფელიპე ლუიზმა მის ყოფილ მწვრთნელზე, დიეგო სიმეონეზე ისაუბრა. 35 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არგენტინელ სპეციალისტთან მუშაობა ძალიან რთულია. 

 

"ეხლა შემიძლია სიმეონეს, როგორც მეგობარს შეტყობინება გავუგზავნო და მისგანაც იგივე მივიღო. სიმართლე გითხრათ მასთან მუშაობა ადვილი არ არის, მას გული არ აქვს. დიეგო არასდროს გეტყვით "ოჰ რა სამწუხაროა პატარა ღარიბი ბიჭი" ის გაიძულებს მოუმატო. იგი ნამდვილი პროფესიონალია და დროს არასდროს კარგავს."-განაცხადა გამოცდილმა მცველმა 

 

ფელიპე ლუიზმა ატლეტიკოში 2010-14 და 2015-19 წლებში ითამაშა და სიმეონესთან ერთად ჯამში 5 წელი იმუშავა. არგენტინელმა და ბრაზილიელმა ერთად ლა ლიგა მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც რეალთან დამარცხდნენ.