ლეიკერსი და კაზენსი

ლებრონ ჯეიმსმა ენტონი დევისის გარეშე ვაშინგტონთან ვერ გაქაჩა. კალიფორნია დამატებით დროში 124:127 აგებს.

ჯეიმსი იყო კარგი (31 ქულა, 13 პასი, 9 მოხსნა), მაგრამ მონსტრმა 8 შეცდომაც დაუშვა. ლებრონს არ გაუმართლა. და, ვაშინგტონი სვლაზეა. გუნდი იგებს და გუნდმა აკრიფა. ძალიან კარგი ვაშინგტონისთვის.

და, ლეიკერსი ახალ სათამაშოს უახლოვდება. დემარკუს კაზენსი.

რომელიც ჰიუსტონიდან თითქმის მოტყდა. რომელიც ამ სეზონში საშუალოდ 9.6 ქულას, 7.6 მოხსნას და 2.6 პასს იღებს. კაზენსი იყო მეორე ხუთეულის წევრი და შემდეგ, როდესაც ძირითადის ცენტრი დაილეწა, სასტარტოში გადავიდა.

კაზენსის დამატება კიდევ ორ გუნდს სურს.

ბრუკლინს. სადაც კევინ დიურანტი ლიდერი, მენეჯერი და იდეაში, ყველაფერია. დიურანტი ლებრონობს, მაგრამ დემარკუსი ალბათ, მაინც ლეიკერსში წავა. და, არა - მაიამიში. კაზენსის ნიჭის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი.

კაზენსი ოფიციალურად, ჯერ არ წასულა ჰიუსტონიდან.

დემარკუსი უკვე იყო ლეიკერსში ორი წლის წინ იმ მეგობრობამ ვერ გაქაჩა, მაგრამ ლებრონი პატივს სცემს კაზენსის უნარებს და სიამოვნებით დაიმატებს დიდ ბიჭს. და, ლეიკერსი ბოლომდე ხელშეუხებელი გახდება.

ლეიკერსი ისედაც მანქანაა.

დემარკუსთან ერთად, სამწამიანი ბოლომდე მკვლელი იქნება.

ლებრონი მეფეა.

ყველა დონეზე.