მესის მაგრად დააკლეს

მან. სიტი ლეო მესის ახლა უკვე 170 მილიონი გირვანქით (196,085 მილიონი ევროთი) ნაკლებს სთავაზობს. სულ რაღაც ნახევარი წლის წინ კი ხუთწლიან კონტრაქტში 600 მილიონ გირვანქას (692.066 მილიონ ევროს) იხდიდნენ.

მანჩესტერელთა გარდა მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის შეძენით პარი სენ ჟერმენიც არის დაინტერესებული. შესაბამისად, ფეხბურთელს ვაჭრობის და არჩევის საშუალება აქვს.

მესის ბარსასთან კონტრაქტი ივლისში უმთავრდება.

 

Lionel Messi transfer isn't the answer to Man City problems - Joe Bray -  Manchester Evening News

 

კორონაპანდემიამ მსოფლიო ფეხბურთში ეკონომიკური ვითარება შეცვალა, თანაც ფეხბურთელი ბერდება. რასაკვირველია, მესი ზაფხულში იმავე ასაკის იქნება, რა ასაკისაც იქნებოდა ექვსი თვის წინანდელი გადასახედიდან, მაგრამ ფაქტია, რომ დრო 34 წლის ფეხბურთელისთვის სასიკეთოდ არ გადის.

მოკლედ მან. სიტის წინადადება ასეთია: ორი გარანტირებული წელიწადი, პლუს კიდევ ერთი წლით დარჩენის პერსპექტივა და ბოლო ორი წელიწადი ამერიკაში, ნიუ იორკ სიტიში. შეგახსენებთ, ნიუ იორკ სიტი და მან. სიტი ჰოლდინგ სიტი ფუტბოლ გრუპის კლუბებია.

ამბობენ, რომ ხელშეკრულება, რომელსაც მანცესტერელები მესის სთავაზობენ, ჯამში რვაწლიანია და სიტი ფუტბოლ გრუპის ელჩობასაც გულისხმობს.

 

ზაალ მუჯირი 23 თებერვალი 2021 -13:11