ფეხის ამპუტაცია კი არა... რეალი!

რეალის მცველ ფერლან მენდის ბავშვობაში ურთულესი პერიოდები ჰქონდა. მენდიმ ამის შესახებ ესპანურ AS-ს უთხრა. შეგახსენებთ, ფერლანი 2019 წელს ლიონიდან გადავიდა სამეფო კლუბში.

 

„პსჟ-ის სტრუქტურაში 7 წელი გავატარე. 11 წლის მივედი და მალე ტრავმა მივიღე. ართრიტი და ინფექცია დამიდგინეს. ოპერაცია მჭირდებოდა ბარძაყის არეში... ბევრი ვიმკურნალე, 2-3 თვე თაბაშირი მეკეთა. ოპერაციის მერე ექიმმა მითხრა, რომ ფეხბურთი უნდა დამევიწყებინა. საუბარი იყო ფეხის ამპუტაციაზეც კი. ჯერ ინვალიდის ეტლში ვიჯექი, მერე ყავარჯნებზე გადავედი და სიარული ახლიდან ვისწავლე.

 

...თუმცა ყველას ვეუბნებოდი, რომ ფეხბურთში დავბრუნებოდი. უმეტესობას ეს არარეალური ეგონა, მაგრამ წელიწადნახევრის შემდეგ თამაში დავიწყე. თავიდან ბარძაყის ტკივილის ფონზე ვთამაშობდი, მაგრამ დროთა განმავლობაში გამიარა“.