თავკერძა

38 წლის ანტონიო კასანომ კრიშტიანუ რონალდუს შეუტია და ეგოისტი უწოდა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ კრიშტიანუ რონალდუ ფენომენია, — თქვა კასანომ შესავალში, შემდეგ კი გუდას პირი მოხსნა — მას შეუძლია მილიარდი გოლი გაიტანოს, მაგრამ ანდრეა პირლოს სტილთან აუცილებლად პრობლემა ექნება. რონალდუ პირლოს იუვენტუსს ვერ ერგება. ჩემთვის რონალდუ ყოველთვის თავკერძა იყო. მას არასდროს აღელვებდა დაარტყამდა თუ არა კარში სხვა, მას მხოლოდ თავისი დარტყმა აინტერესებდა. მას ფეხბურთისთვის არასდროს უცხოვრია. რონალდო მხოლოდ თავისი გოლებისთვის ცხოვრობს და ეს აშკარაა”.

KAPELO I OVAJ SLATKIŠ GA UPROPASTILI: Kasano otkrio kako je u Realu nabacio  14 kilograma za

ზაალ მუჯირი 23 თებერვალი 2021 -13:36